„ლივერპულმა“ მარკ გუეი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პრიორიტეტად გამოაცხადა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ მარკ გუეი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პრიორიტეტად გამოაცხადა #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ზაფხულში ცენტრალური მცველის მარკ გუეის ტრანსფერი დაგეგმა. 24 წლის ინგლისელისთვის ბრძოლას „ჩელსი“ და „ნიუკასლიც“ აპირებენ.

გაზეთ Mirror-ის ინფორმაციით, „ლივერპულისთვის“ გუეის ტრანსფერი პრიორიტეტი იქნება. ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტი „კრისტალ პალასთან“ 2026 წლის ზაფხულში იწურება, ვირჯილ ვან დეიკის შემცვლელი უნდა გახდეს, რომლის მომავალი „ენფილდზე“ ჯერაც გაურკვეველია.

აღნიშნავენ, რომ პრემიერლიგის ლიდერი აპირებს სოლიდური თანხა გადაიხადოს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელში.