ლივერპულმა ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა მანჩესტერ სიტის ერთი მატჩი თადარიგში აქვს
ლივერპულმა სტუმრად გავარდნის პირას მყოფი კარდიფ სიტი დაამარცხა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. იურგენ კლოპის გუნდი ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ 57-ე წუთზე შეძლო – თავი ვეინალდუმმა გამოიჩინა. ამის შემდეგ, უკვე მატჩის მიწურულს, მილნერმა თერთმეტმეტრიანი გარდასახა გოლად და მერსისაიდელებმა 2-0 გაიმარჯვეს.
კარდიფ სიტი ისევ გასავარდნ ზონაში რჩება, ლივერპული კი ცხრილის სათავეში მოექცა და ორი ქულით უსწრებს მაჩესტერ სიტის, რომელიც თავის გამოტოვებულ მატჩს ოთხშაბათს, 24 აპრილს, მანჩესტერ იუნაიტედთან სტუმრად გამართავს.