„ლივერპულმა“ „ლევერკუზენს“ ვირტცისთვის 130 მილიონი შესთავაზა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ახალი წინადადება „ლევერკუზენის“ ნახევარმცველის ფლორიან ვირტცის შეაძენად 125-130 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა Sky Sport Germany-ის ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის მხარეებს შორის არ არის სრული შეთანხმება, მოლაპარაკებების პროცესი კი გრძელდება. ორივე კლუბის სურვილია, რომ ტრანსფერი, რაც შეიძლება მალე განხორციელდეს. გარდა ამისა, „ლივერპული“ და „ლევერკუზენი“ განიხილავენ შესაძლებლობას, რომ გარიგებაში ჩართონ ინგლისური კლუბის რომელიმე ფეხბურთელი.
თავად ფლორიან ვირტცი ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრების ბანაკშია და სამედიცინო შემოწმებას ელოდება.
გასულ სეზონში ვირტცმა ყველა ტურნირზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.