„ლივერპულმა“ კოდი გაკპოს შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT

20:47, 31.08.2026

„ლივერპულმა“ კოდი გაკპოს შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, ნიდერლანდელი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ აღარ შეუერთდება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტის“ წინადადებაზე უარი თქვა, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 85 მილიონი ფუნტის მიღებას გულისხმობდა.

„სიტი“ გაკპოს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ილიმან ნდიაიესა და ენცო ფერნანდესის შეძენაზე გააგრძელებს მუშაობს. სატრანსფერო „ფანჯარა“ 2 სექტემბერს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიხურება.

27 წლის კოდი გაკპო „ლივერპულის“ წევრი 2023 წელს გახდა – გუნდის მაისურით ჩატარებულ 182 მატჩში მან 51 გოლი გაიტანა.

მსგავსი