„ლივერპულმა“ იტალიელი მცველის, ჯოვანი ლეონის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
„ლივერპულმა“ იტალიელი მცველის, ჯოვანი ლეონის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

„ლივერპული“ სატრანსფერო ბაზარზე კვლავ აქტიურია და მორიგ შეთანხმებას მიაღწია, 18 წლის იტალიელი ცენტრალური მცველი ჯოვანი ლეონი „პარმას“ დატოვებს და კარიერას მერსისაიდულ კლუბში გააგრძელებს, – ინფორმაციას SkySportDE ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. ლეონი უახლოეს დღეებში ინგლისში ჩაფრინდება, სადაც „ლივერპულთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის სანაცვლოდ „პარმა“, დაახლოებით, 35-40 მილიონ ევროს მიიღებს.

სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე „ლივერპული“ ალექსანდერ ისაკისა და „კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველის, მარკ გეჰის დამატებასაც შეეცდება.

ჯოვანი ლეონი „პარმას“ 2024 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში 17 მატჩში ითამაშა, სადაც ერთი გოლის გატანაც მოახერხა.