„ლივერპულმა“ ისევ მოიგო და სხვაობა უახლოეს მდევართან 19 ქულამდე გაზარდა
„ლივერპულმა“ ისევ მოიგო და სხვაობა უახლოეს მდევართან 19 ქულამდე გაზარდა

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა „ლივერპულმა“, რომელმაც ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ სტუმრად 0-2 დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ანგარიში მატჩში მოჰამედ სალაჰმა 35-ე წუთზე გახსნა, როდესაც პენალტი ზუსტად გამოიყენა, 52-ე წუთზე კი ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ორამდე გაზარდა ანგარიში და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 14 ტურით ადრე უკვე ნამდვილად გაირკვა, რომ „ლივერპულს“ ვერ დაეწევა ექვსი გუნდი – „ნორვიჩი“, „უოტფორდი“, „ბორნმუთი“, „ვესტ ჰემი“, „ასტონ ვილა“ და „ბრაიტონი“, ხოლო თუ მერსისაიდელებმა მომდევნო მატჩიც მოიგეს, ისინი მიუწვდომელი გახდებიან კიდევ მინიმუმ ექვსი გუნდისთვის. ესენია „ნიუკასლი“, „ბარნლი“, „ევერტონი“, „კრისტალ პალასი“, „არსენალი“, „საუთჰემპტონი“.

მომდევნო ტურში, 1 თებერვალს, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონს“ შეხვდება.

თუ იურგენ კლოპის შეგირდებმა მოგებათა სერია გააგრძელეს, ყველაზე გვიან ჩემპიონობას სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გაიფორმებენ.