„ლივერპულმა“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ საბოლოო დეტალები შეათანხმა „ლევერკუზენიდან“ ნახევარმცველ ფლორიან ვირტცის ტრანსფერზე. ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის თანხა 130-135 მილიონ ევროს გაუტოლდება. მომდევნო კვირას გერმანელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის გარიგების დასასრულებლად. ამის შემდეგ, ვირტცი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს ინგლისის ჩემპიონთან.

ვირტცის ამ თანხად შეძენა ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება „ლივერპულისა“ და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. აქამდე ინგლისში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი „ჩელსის“ ეკუთვნოდა, რომელმაც 2023 წლის ზამთარში ენცო ფერნანდესში „ბენფიკას“ 121 მილიონი გადაუხადა.

22 წლის ვირტცმა „ლევერკუზენში“ ხუთი წელი გაატარა, 197 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 57 გოლი გაიტანა და 65 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.