„ლივერპულმა“ 28 წლის ინგლისელი მეკარე ფრედი ვუდმანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
ვუდმანს „ლივერპულში“ მესამე მეკარის როლი ექნება ბრაზილიელი ალისონ ბეკერისა და ქართველი გიორგი მამარდაშვილის შემდეგ.
კარიერის მანძილზე ფრედი ვუდმანი რამდენიმე ინგლისური გუნდის ღირსებას იცავდა. მან კარიერა „ნიუკასლში“ დაიწყო, ხოლო ყველაზე მეტი მატჩი „პრესტონ ნორს ენდის“ რიგებში აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ირლანდიელმა მეკარემ, კაომინ კელეჰერმა დატოვა და კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს. რაც შეეხება მამარდაშვილს, ის გუნდს ივლისში შეუერთდება.