„ლივერპულმა“ ინგლისელი მცველის, ჯო გომესის „მილანში“ გაშვებაზე უარი განაცხადა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ინგლისელი მცველის, ჯო გომესის „მილანში“ გაშვებაზე უარი განაცხადა #1TVSPORT

ინგლისურმა „ლივერპულმა“ უარი განაცხადა ცენტრალური მცველის, ჯო გომესის იტალიურ „მილანში“ ტრანსფერზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის თქმით, მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა, თუმცა მხარეებს შორის გარიგება აღარ შედგება.

მანამდე გავრცელებული ცნობით, „მილანმა“ „ლივერპულს“ ოფიციალური წინადადება წარუდგინა. გომესი „ლივერპულის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე 242 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში ჯო გომესი „არსენალის“ წინააღმდეგ მოედანზე ტრავმირებული იბრაჰიმა კონატეს ნაცვლად შევიდა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.