„ლივერპულმა“ გრავენბერხთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ გრავენბერხთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა, რაიან გრავენბერხმა „ლივერპულთან“ ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ წერს ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ დიდ კლუბთან გავაგრძელე კონტრაქტი. მიხარია, რომ შემიძლია, აქ კიდევ მრავალი წელი დავრჩე.

თავიდანვე ვიგრძენი ნდობა კლუბის მხრიდან, ასევე მთავარი მწვრთნელის მხრიდან. ამიტომაც გადაწყვეტილები მიღება არ გამჭირვებია. ჩემს ოჯახს აქ ძალიან მოსწონს. უკვე თითქმის სამი წელია, აქ ვცხოვრობთ, ასე რომ, ყველაფერი ვიცი. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები“, – განაცხადა გრავენბერხმა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, 23 წლის ნახევარმცველთან ხელშეკრულება 2032 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.