„ლივერპულმა“ ფრიმპონგთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ფრიმპონგთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ლივერპული“ ზაფხულში აპირებს კონტრაქტის გაფორმებას „ლევერკუზენის“ მარჯვენა მცველთან ჟერენი ფრიმპონგთან. ნიდერლანდელმა უნდა შეცვალოს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რომელიც მადრიდის „რეალში“ გადადის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ.

წყაროს ცნობით, „ლივერპულსა“ და ფრიმპონგს შორის მიღწეულია შეთანხმება კონტრაქტზე 2030 წლის ზაფხულამდე. ინგლისური კლუბი მზად არის „ლევერკუზენს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.