„ლივერპულმა“ დავიდ ალაბას 10 მილიონი ევრო შესთავაზა
„ლივერპულმა“ დავიდ ალაბას 10 მილიონი ევრო შესთავაზა

ინგლისის ჩემპიონმა „ლივერპულმა“ კონტრაქტი შესთავაზა „ბაიერნის” მცველს დავიდ ალაბას, – წერს ინგლისური პრესა.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელები მზად არიან ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. ტრანსფერი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას განხორციელდეს.

იტყობინებოდნენ, რომ ანალოგიური წინადადებით ალაბას „რეალმაც“ მიმართა, მაგრამ, ამ მომენტისთვის, ტრანსფერი მადრიდულ კლუბში ჩაშლის პირასაა.

„ბაიერნი“ აპირებდა ავსტრიელი ფეხბურთელის შენარჩუნებას, მაგრამ მოლაპარაკებები კონტრაქი გაგრძელებაზე ჩიხში შევიდა.

ალაბას კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 30 ივნისამდეა ძალაში. ეს საშუალებას მისცემს „ლივერპულს“ მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით მიიწვიოს.