„ლივერპულმა“ და არნე სლოტმა თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტეს #1TVSPORT

15:21, 30.05.2026

არნე სლოტი „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის, – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

სეზონის შედეგების შეჯამებისა და განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი და ინგლისური კლუბი თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.

მერსისაიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის უმთავრეს ფავორიტად ამჟამად ანდონი ირაოლა სახელდება.

ცნობისთვის, სლოტმა „ლივერპულთან“ ერთად სადებიუტო (2024-2025) სეზონში პრემიერლიგა მოიგო, გასულ წელს კი გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

მსგავსი