„ლივერპულმა“ და „ადიდასმა“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს #1TVSPORT
„ლივერპულმა“ და „ადიდასმა“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს #1TVSPORT

პრემიერლიგის ლიდერმა „ლივერპულმა“ კონტრაქტი გააფორმა კომპანია adidas-თან.

კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ სპორტული ტანსაცმლის ცნობილ ბრენდთან. 2025-26 წლების სეზონიდან მოყოლებული, adidas სათამაშო და სავარჯიშო ფორმით მოამარაგებს „ლივერპულის“ მამაკაცთა, ქალთა და ახალგაზრდულ გუნდებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ეს გარიგება „ლივერპულს“ წელიწადში დაახლოებით 60 მილიონ ფუნტს მოუტანს.

აქამდე adidas ორჯერ თანამშრომლობდა „ლივერპულთან“ – 1985-96 და 2006-12 წლებში. დღეისთვის ინგლისური კლუბის პარტნიორია კომპანია Nike, რომელთანაც კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ იწურება.