„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ოქსლეიდ-ჩემბერლენი დაიმატა
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ოქსლეიდ-ჩემბერლენი დაიმატა

პრემიერლიგის ლიდერმა „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ განაცხადში ცვლილება შეიტანა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიაში მოხვდა ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი.

25 წლის ინგლისელს ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია. მან მუხლის ტრავმა შარშან, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიიღო და მას შემდეგ მინდორზე არ გამოჩენილა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ 19 თებერვალს და 13 მარტს მატჩები „ბაიერნის“ წინააღმდეგ ელოდება.