„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 110 მილიონი ევრო გამოიმუშავა
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 110 მილიონი ევრო გამოიმუშავა

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა“ 110 მილიონი ევრო მიიღო წლევანდელ გათამაშებაში და ამით ტურნირის ფინანსური რეკორდი დაამყარა.

ჯგუფურ ეტაპზე ინგლისურმა კლუბმა 32.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, პლეი ოფში კიდევ 37.5 მილიონი, ხოლო ფინალის მოგებისთვის – 4 მილიონი.

გარდა ამისა, „ლივერპულმა“ უეფასგან მიიღო ისტორიული ბონუსი 23 მილიონის ოდენობით და საპრიზო თანხა უეფას სუპერთასზე მონაწილეობისთვის – 3.5 მილიონი. ამა ემატება 12.6 მილიონი მარკეტინგული შემოსავალი.

ასე რომ, ინგლისური კლუბისთვის ტურნირი ყველაზე წარმატებული გახდა ფინანსური თვალსაზრისით. წინა რეკორდი ტურინის „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა – მან 2017 წელს 109 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

დატოვე კომენტარი