„ლივერპულმა“ ჩემპიონობა, შესაძლოა „ევერტონის“ სტადიონის პარკინგზე აღნიშნოს
„ლივერპულმა“ ჩემპიონობა, შესაძლოა „ევერტონის“ სტადიონის პარკინგზე აღნიშნოს

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ლივერპულმა“, შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვება „ევერტონის“ სტადიონის გვერდით მდებარე პარკინგზე აღნიშნოს.

იურგენ კლოპის გუნდი ვადაზე ადრე მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს, თუ 30-ე ტურში სტუმრად „ევერტონს“ დაამარცხებს, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ „არსენალთან“ წააგებს.

იმის გამო, რომ „ევერტონთან“ თამაში „ლივერპულისთვის“ გასვლითია, ხოლო სოციალური დისტანციის წესის გამო გასახდელში ზეიმი შეუძლებელი იქნება, მოთამაშეებს, სავარაუდოდ ჩემპიონობის აღნიშვნა მოუწევთ „ჰუდისონ პარკის“ სტადიონის გვერდით, საავტომობილო პარკინგზე მოწყობილ დროებით ნაგებობაში.

ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება.