„ლივერპულმა“ „ბარსელონას“ წინადადება მიიღო - ფილიპე კოუტინიო 150 მილიონ ევროდ ესპანეთში გადადის
„ლივერპულმა“ „ბარსელონას“ წინადადება მიიღო - ფილიპე კოუტინიო 150 მილიონ ევროდ ესპანეთში გადადის

ინტერნეტ-გამოცემა sport.es-ის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია ფილიპე კოუტინიოს გადასვლა “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლები კატალონიის დედაქალაქში არიან ჩასულები ტრანსფერის ბოლო დეტალებზე მოსალაპარაკებლად.
გარიგების თანხა 150 მილიონი ევრო იქნება, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევროს გაუტოლდება. კოუტინიო “ბარსელონას” იანვრის დასაწყისში შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 11 მატჩში ფილიპემ ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.