„ლივერპულმა“ აკლიუშის ტრანსფერზე განაცხადი გააკეთა #1TVSPORT

18:45, 22.07.2026

„ლივერპულმა“ განაცხადი გააგზავნა „მონაკოში“ მაგნეს აკლიუშის ტრანსფერზე.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მერსისაიდელებმა შეამოწმეს 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის შესაძლებლობა. აკლიუშზე ძირითად პრეტენდენტად რჩება „პარი სენ-ჟერმენი“, მაგრამ „მონაკომ“ უარყო პარიზელების რამდენიმე წინადადება, მათ შორის ბოლო 40-მილიონიანი შეთავაზება იყო.

უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ მონაკოელები ფეხბურთელს 50-55 მილიონ ევროდ აფასებენ.

გასულ სეზონში აკლიუშმა ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი