„ლივერპულმა“ 9:0 გაანადგურა „ბორნმუთი“ და პრემიერლიგაში პირველად მოიგო, რობერტო ფირმინოს 2+3 ჰქონდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულმა“ 9:0 გაანადგურა „ბორნმუთი“ და პრემიერლიგაში პირველად მოიგო, რობერტო ფირმინოს 2+3 ჰქონდა [ვიდეო] #1TVSPORT

პრემიერლიგის მეოთხე ტურში „ლივერპულმა“ პირველ გამარჯვებას მიაღწია. იურგენ კლოპის გუნდმა 9:0 გაანადგურა „ბორნმუთი“.

მატჩის გმირი აღმოჩნდა რობერტო ფირმინო, რომელმაც დუბლი შეასრულა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ასევე დუბლი ჰქონდა ლუის დიასს, ხოლო თითო გოლი გაიტანეს ჰარვი ელიოტმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, ვირჯილ ვან დეიკმა და ფაბიო კარვალიომ. კიდევ ერთი გოლი საკუთარ კარში კრის მიფემმა გაიტანა.

„ლივერპულმა“ 1989 წლის შედეგი გაიმეორა, როცა ასევე 9:0 დაამარცხა „კრისტალ პალასი“.