„ლივერპულმა“ 2025 წლის ზაფხულისთვის სატრანსფერო პრიორიტეტები განსაზღვრა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის ლიდერმა, „ლივერპულმა“ 2025 წლის ზაფხულისთვის სატრანსფერო პრიორიტეტები განსაზღვრა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელები ტრანსფერებისთვის 250 მილიონ ფუნტს გამოყოფენ, ხოლო მთავარი სამიზნე „ატლეტიკოს“ არგენტინელი თავდამსხმელი ხულიან ალვარესი იქნება.
ალვარესის გარდა, მერსისაიდული კლუბი „ლაიფციგიდან“ ხავი სიმონსის, ხოლო „ინტერიდან“ ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბასტონის შეძენას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ლივერპულს“ გიორგი მამარდაშვილიც შეუერთდება. საქართველოს ნაკრების მეკარე ბრიტანელებმა გასულ ზაფხულს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და „ვალენსიაში“ ერთი სეზონით იჯარის წესით დატოვეს.