ლივერპულმა 16 წლის ფრანგი მცველი შეიძინა

18:24, 26.01.2019

ლივერპულმა საფრანგეთის მეორე ლიგის კლუბ ორლეანიდან 16 წლის მცველი ბილი კუმეტიო შეიძინა.

2018 წელს ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბში სინჯებზე იმყოფებოდა, ნოემბერში კი 17-წლამდელთა გუნდთან ერთად ბერლინში ამხანაგურების ჩასატარებლად გაემგზავრა.

კუმეტიო, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, ლიონის ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, მოგვიანებით კი ორლეანში გადავიდა. ლივერპულში საფეხბურთო კარიერას ის 16-წლამდელთა გუნდიდან დაიწყებს.

მსგავსი