„ლივერპულისა“ და საფრანგეთის ნაკრების ექსმცველი „დინამოს“ ნაცვლად ემირატებში წავიდა
„ლივერპულისა“ და საფრანგეთის ნაკრების ექსმცველი „დინამოს“ ნაცვლად ემირატებში წავიდა

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზეა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ მოთმაშეები ორჯერად წვრთნაზე გადაიყვანა. მზადების პარალელურად, გუნდი ახალი სეზონისთვის დაკომპლექტებას აგრძელებს.

გავრცელებული ხმების მიხედვით, გუნდში ძალიან ცნობილი მოთამაშე, ფრანგი მცველი ალი სისოკო მიიწვიეს, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა. თუმცა, მის მიმართ იყო ინტერესი და თავიდან წინააღმდეგი არც სისოკო იყო.

საქართველოს პირველმა არხმა ინფორმაცია პირველ წყაროსთან, ქართველ მენეჯერთან გადაამოწმა. მისი ცნობით, სისოკოსთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. სისოკო თავიდან თანახმა იყო, რომ ქართული გუნდის წინადადება მიეღო, მაგრამ ბოლო მომენტში მას არაბთა გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთი გუნდი დაუკავშირდა, რომელმაც ისეთი პირობები შესთავაზა, რასაც, ცხადია, საქართველოში ვერ შესთავაზებდნენ და არჩევანი გააკეთა.

ფეხბურთელის კარიერა

ფრანულ-სენეგალური პასპორტის მქონე მოთამაშემ კარიერა 18 წლის ასაკში, გენიონში დაიწყო. 2008 წელს იგი ვიტორიას „სეტუბალში“ გადავიდა, მაგრამ 6 თვის შემდეგ 300 ათასი ევროდ „პორტომ“ იყიდა, სადაც ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

სეზონის ბოლოს სისოკო „ლიონმა“ ორ მილიონ ევროდ გადაიბირა, შემდეგ მოთამაშე მილანში იყო გადასული, მაგრამ როსონერის ექიმებმა სტომატოლოგიური პრობლემების გამო ფეხბურთელზე უარი თქვეს.

2009 წლის 18 ივლისს, ალი დაბრუნდა საფრანგეთის ლიგა 1-ში და „ლიონის“ მაისური მოირგო. სისოკო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და საფრანგეთის ნაკრებში მიიწვიეს. თამაშობდა „ლიონში“, მოიგო საფრანგეთის თასი და სუპერთასი.

2012 წლის ზაფხულში ფრანგი გადავიდა ესპანურ „ვალენსიაში“ და ერთი სეზონი ითამაშა. 2013 წლის 19 აგვისტოს იგი „ლივერპულს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ინგლისურ კლუბში, სისოკომ თავი ვერ დაიმკვიდრა, მთელი სეზონის განმავლობაში ხშირად შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ბოლოს ფრანგი „ვალენსიაში“ დააბრუნეს. ბოლო პერიოდში ხელს ტრავმები უშლიდა – საქართველოში სისოკოს ჩამოსვლა  ამას უკავშირდება.

მიღწევები

„პორტო“

პორტუგალიის ჩემპიონი – 2009 წელი.

პორტუგალიის თასის მფლობელი – 2009 წელი.

„ლიონი“

საფრანგეთის თასის მფლობელი – 2012 წელი.

საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული – 2012 წელი.

დატოვე კომენტარი