„ლივერპულისა“ და „ლაიპციგის“ განმეორებითი მატჩიც ბუდაპეშტში გაიმართება
„ლივერპულისა“ და „ლაიპციგის“ განმეორებითი მატჩიც ბუდაპეშტში გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი „ლივერპულსა“ და „ლაიპციგს“ შორის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პუშკაშ-არენაზე“ გაიმართება, – დაწერა ინგლისური კლუბის პრეს-სამსახურმა.

სწორედ ამ სტადიონზე ჩატარდა ამ გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც მერსისაიდელებმა 2:0 მოიგეს მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს გოლებით. მაშინ მასპინძლის როლში „ლაიპციგი“ იყო.

„ლივერპულისა“ და „ლაიპციგის“ განმეორებითი მატჩი 10 მარტს არის დანიშნული.