„ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელი, ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე გარდაიცვალა
DAILY MAIL PICTURE 17.8.01..PIC JACK DAWES PIC SHOWS LIVERPOOL BOSS GERARD HOULLIER WITH HIS TREBLE OF 2001,BUT HE IS HOPING FOR ONE BETTER THIS SEASON BY ADDIND THE PREMIERSHIP WHICH STARTS TOMORROW
73 წლის ასაკში გარდაიცვალა შესანიშნავი ფრანგი სპეციალისტი, რომლის სახელს არაერთი ტიტული უკავშირდება, – იუწყება RMC Sport.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჟერარ ულიე იყო „ლივერპულის“, საფრანგეთის ნაკრების, „ლანსის“, „ლიონისა“ და „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი.
„ლივერპულთან“ ერთად ჟერარ ულიემ მოიგო უეფა-ს თასი, უეფა-ს სუპრთასი, ინგლისის თასი და სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი. ულიემ საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.
2001 წელს ჟერარ ულიე უეფა-მ წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასხელა.