„ლივერპულის” ყოფილი მცველი რიისე და მისი ქალიშვილი ავარიაში მოყვნენ
„ლივერპულის” ყოფილი მცველი რიისე და მისი ქალიშვილი ავარიაში მოყვნენ

„ლივერპულის” ყოფილი მცველი იონ არნე რიისე და მისი 19 წლის ქალიშვილი ნორვეგიაში ავტოავარიაში მოყვნენ, იტყობინება „სქაი სპორტსი“ (Sky Sports). პოლიციამ გზიდან გადავარდნილი რიისეს მანქანა ღამის ორ საათზე იპოვა, 39 წლის სპორტსმენი სახლში ბრუნდებოდა.

ავარია ლესტადეში მოხდა, ოლესუნიდან ხუთი მილის მოშორებით. რიისე და მისი ქალიშვილი სავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ და გამოკვლევების შემდეგ ისინი შინ გაუშვეს.

პოლიცია ინციდენტს იძიებს და ექსპერტიზის პასუხები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. რიისე ამჟამად ნორვეგიაში ცხოვრობს, საფეხბურთო კარიერა მან 2017 წელს დაამთავრა.