„ლივერპულის“ ყოფილი მცველი გორის „დილაში“ ითამაშებს #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილი მცველი გორის „დილაში“ ითამაშებს #1TVSPORT

გორის „დილამ“ პორტუგალიის ოლიმპიური ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილი მცველი ტიაგო ილორი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„32 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი ტიაგო ილორი „დილის“ ფეხბურთელია. მასა და კლუბს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა. ტიაგო ილორი კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

2013 წლის სექტემბერში ილორი „ლივერპულმა“ 7 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ პორტუგალიელმა ინგლისური გრანდის შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და შემდეგ ვერც „ასტონ ვილას“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.

ტიაგო ილორი პორტუგალიის ყველა ასაკობრივი და ასევე პორტუგალიის ოლიმპიური ნაკრების წევრი გახლდათ. „პორტუს“ აღზრდილ ცენტრალურ მცველს კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია ფრანგულ „ბორდოში“, „ლორიენსა“ და ესპანურ „გრანადაში“.