„ლივერპულის“ ტრავმირებული ფეხბურთელები, შესაძლოა, „სიტის“ წინააღმდეგ დაბრუნდნენ
„ლივერპულის“ ტრავმირებული ფეხბურთელები, შესაძლოა, „სიტის“ წინააღმდეგ დაბრუნდნენ

„ლივერპულის“ ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი ფაბინიო, სადიო მანე და ალისონ ბეკერი, შესაძლოა, მოედანს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ დაუბრუნდნენ, – ამის შესახებ იურგენ კლოპმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სამივე ფეხბურთელმა საშინაო მატჩი „ბრაიტონის“ წინააღმდეგ გამოტოვა, სადაც მერსისაიდელები 0:1 დამარცხდნენ.

ფაბინიოს 24 იანვრის შემდგომ არ უთამაშია, ხოლო სადიო მანეს ბოლო 2 მატჩის გამოტოვება მოუწია.

სადიოც და ფაბინიოც დღევანდელ ვარჯიშზე იქნებიან, შემდგომ კი შევხედავთ. ალისონი კი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს“, – განაცხადა იურგენ კლოპმა.

​„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართება. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ლივერპულს“, რომელსაც საკმაოდ ცუდი სეზონი აქვს, ჩემპიონობის შანსების შესანარჩუნებლად 3 ქულის მოპოვება სჭირდება. იურგენ კლოპის გუნდი 40 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „სიტის“, „ქალაქელები“ პრემიერლიგის ცხრილს ლიდერობენ, მათ 47 ქულა აქვთ და უახლოეს მიმდევარს „იუნაიტედს“ 3 ქულით უსწრებენ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გვარდიოლას გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დატოვე კომენტარი