„ლივერპულის“ შემდეგ, იურგენ კლოპმა, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს
„ლივერპულის“ შემდეგ, იურგენ კლოპმა, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აპირებს – „ლივერპულთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სამწვრთნელო მოღვაწეობაში პაუზა აიღოს. ამის შემდეგ, გერმანელი სპეციალისტი გადაწყვეტს – გააგრძელოს თუ არა კარიერა.

„ერთწლიან პაუზას ავიღებ და შემდეგ საკუთარ თავს შევეკითხები – მენატრება თუ არა ფეხბურთი. თუ ვიტყვი – „არა“, ეს იქნება იურგენ კლოპის, როგორც მწვრთნელის დასასრული. როცა პროფესიიდან წავალ, ერთადერთი, რაც არ მომენტარება – არანორმალური დაძაბულობა მატჩების წინ“, – განაცხადა მწვრთნელმა Sportbuzzer.de-სთან კომენტარში.

53 წლის კლოპის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.