„ლივერპულის“ პირველი შენაძენი ფაბინიო გახდა
„ლივერპულის“ პირველი შენაძენი ფაბინიო გახდა

„მონაკოს“ ნახევარმცველი ფაბინიო „ლივერპულში“ გადავიდა, – ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იტყობინება. 24 წლის ბრაზილიელი „ლივერპულის“ მოთამაშე ოფიციალურად 1-ლი ივლისიდან გახდება.

კონტრაქტის პირობები არ გამჟღავნებულა. მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება მრავალწლიანია. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ „ლივერპული“ ფაბინიოში 45 მილიონ ფუნტს გადაიხდიდა.

ფაბინიო „მონაკოში“ ხუთი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა და 225 მატჩში 29 გოლი გაიტანა. 2016-17 წლების სეზონში ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველი ვერ მოხვდა ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.