„ლივერპულის“ მწვრთნელის, არნე სლოტის განცხადებით, იტალიელი მცველი ჯოვანი ლეონი ერთი წელი ვერ ითამაშებს #1TVSPORT
„ლივერპულის“ მწვრთნელის, არნე სლოტის განცხადებით, იტალიელი მცველი ჯოვანი ლეონი ერთი წელი ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი ადასტურებს, რომ იტალიელი მცველი ჯოვანი ლეონი ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

„ლეონის მდგომარეობა მძიმეა, რადგან წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი წელი ვერ ითამაშებს. სადებიუტო შეხვედრაში, ახალ გარემოში, ახალგაზრდულ ასაკში ასეთი დარტყმა ძალიან რთულია. მსგავს მომენტში პოზიტივის პოვნა თითქმის შეუძლებელია, თუმცა მთელი კარიერა წინ აქვს. მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება“, – განაცხადა სლოტმა.

18 წლის ლეონმა ტრავმა „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ, ინგლისის ლიგის თასის შეხვედრისას მიიღო.

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ლეონის ნაცვლად ფედერიკო კიეზა შეიყვანა. იტალიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში უკვე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა, ასევე ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.