„ლივერპულის“ მწვრთნელი მამარდაშვილს შანსს აძლევს – საქართველოს ნაკრების მეკარე „ტოტენჰემთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება #1TVSPORT

23:54, 14.09.2026

15 სექტემბერს ინგლისის თასზე („კარაბაოს თასი“) „ლივერპულის“ კარს „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს – ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ განაცხადა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის მამარდაშვილს ენდობა და ამის დასტურად ის ფაქტი დაასახელა, რომ „ბორნმუთში“ მუშაობის დროს მისი გუნდში გადაყვანა სურდა.

„გიორგი მამარდაშვილს ესპანეთში გატარებული პერიოდიდან ვიცნობ და ძალიან ვაფასებ. შემდეგ მისი „ბორნმუთში“ გადაყვანაც მსურდა. ის ძალიან კარგი მეკარეა და 15 სექტემბერს „ტოტენჰემთან“ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

ლონდონელებთან ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომელთაც აქამდე შანსი ნაკლებად ეძლეოდათ. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი გუნდის დახმარებას. გვინდა, გავარკვიოთ, ვის შეუძლია მომავალში გუნდის გაძლიერება. შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ვაფასებ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გვყავს“, – ამბობს „ლივერპულის“ მწვრთნელი.

კარაბაოს თასზე“ „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 15 სექტემბერს „ენფილდზე“ გაიმართება – შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი