„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ალისონ ბეკერი ინგლისის სუპერთასის მატჩისთვის მზად იქნება #1TVSPORT
„ლივერპულის“ ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის თქმით, გუნდის ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ინგლისის სუპერთასის (FA Community Shield) მატჩისთვის მზად იქნება.
ალისონმა გუნდის ბოლო ამხანაგური შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა. „ლივერპულის“ კარს ამ შეხვედრებში გიორგი მამარდაშვილი და ფრედერიკ ვუდმანი იცავდნენ.
შესაბამისად, ბრაზილიელი მეკარე პრემიერლიგის გახსნითი ტურისთვისაც მზად იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ის და მამარდაშვილი იბრძოლებენ.
ინგლისის სუპერთასისთვის „ლივერპული“ 10 აგვისტოს საფეხბურთო ასოციაციის თასის გამარჯვებულს, „კრისტალ პალასს“ შეხვდება. მატჩი უემბლის სტადიონზე ჩატარდება.