„ლივერპულის“ მფლობელი - მომავალ სეზონზე პრემიერლიგა უნდა მოვიგოთ
„ლივერპულის“ მფლობელი - მომავალ სეზონზე პრემიერლიგა უნდა მოვიგოთ

საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მფლობელი ჯონ ჰენრი აცხადებს, რომ მომავალ სეზონზე გუნდის მთავარი ამოცანა პრემიერლიგის მოგება იქნება. მერსისაიდულმა გრანდმა წელს „უეფას“ (UEFA)  ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საშინაო ჩემპიონატში კი ბოლოს წარმატებას თითქმის 30 წლის წინ მიაღწია – 1990 წელს.

„ჩემთვის ევროპის ჩემპიონობა ინგლისის ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ გულშემატკივრები ასე არ ფიქრობენ“, – ამბობს ჯონ ჰენრი, – „ამიტომ, მომავალ სეზონზე პრემიერლიგის მოგებაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში 97 ქულა დააგროვა, თუმცა ჩემპიონი მაინც ვერ გახდა, რადგან მისმა უშუალო კონკურენტმა, „მანჩესტერ სიტიმ“, ერთით მეტის მოგროვება შეძლო.