„ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენით „გალათასარაი“ დაინტერესდა #1TVSPORT
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის „გალათასარაი“ „ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენითაა დაინტერესებული.
„გალათასარაის“ მეკარეს, ურუგვაელ ფერნანდო მუსლერას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და, სავარაუდოდ, ის თურქეთს დატოვებს.
რაც შეეხება ალისონს, „ლივერპულთან“ ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მომავალ წელს ინგლისური ფეხბურთის გრანდში გიორგი მამარდაშვილი მიდის, რაც ალისონის ტრანსფერის ალბათობას ზრდის.
32 წლის მეკარის შეძენა, „გალათასარაის“ გარდა, კიდევ რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენლებსაც.