„ლივერპულის“ მეკარე კაოიმინ კელეჰერი კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს #1TVSPORT
„ლივერპულის“ მეკარე კაოიმინ კელეჰერი კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ირლანდიელი მეკარე კაოიმინ კელეჰერი „ლივერპულს“ დაემშვიდობა და კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს. ტრანსფერის სანაცვლოდ მერსისაიდულმა კლუბმა 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

პარალელურად, „ბრენტფორდის“ ნიდერლანდელი მეკარე მარკ ფლეკენი გერმანიაში გადაბარგდება – ის „ლევერკუზენმა“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

კელეჰერი „ლივერპულში“ მეორე მეკარის სტატუსით ირიცხებოდა და არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება სათამაშო დროის გამო. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც კლუბს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდა.

ზაფხულიდან მერსისაიდელთა კარის ძირითადი პოზიციისთვის ბრძოლა ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილს შორის გაიმართება. არსებული ინფორმაციით, „ლივერპული“ ბრაზილიელის გაშვებას არ განიხილავს და თავად ალისონიც გუნდის დატოვებას არ აპირებს.

კაოიმინ კელეჰერი „ლივერპულის“ შემადგენლობაში 2019 წლიდან ირიცხებოდა და ამ პერიოდში 67 მატჩი ჩაატარა.