„ლივერპულის“ ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის ოთხ მილიონ ფუნტს მიიღებენ
„ლივერპულის“ ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის ოთხ მილიონ ფუნტს მიიღებენ

„ლივერპულის“ მოთამაშეები და მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიღებენ ფულად ბონუსს პრემიერლიგაში გამარჯვების შემთხვევაში.

ჩემპიონობაზე გუნდისთვის გამოყოფილია ოთხი მილიონი ფუნტი სტერლინგი. თითოეული ფეხბურთელისთვის ბონუსის ოდენობა განისაზღვრება ჩატარებული მატჩების რაოდენობით. თითოეულ წამყვან მოთამაშეს შეხვდება დაახლოებით 150 ათასი ფუნტი.

25 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ ლიდერობს გათამაშების ცხრილს – ის უახლოეს მდევარს 22 ქულით უსწრებს.