„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელი ციხეშია
„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელი ციხეშია

„ლივერპულისა“ და უელსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დინ სონდერსი 10-კვირიანი პატიმრობით დაისაჯა იმის გამო, რომ უარი თქვა სისხლში ალკოჰოლის ტესტის გავლაზე, – იტყობინება გაზეთი Mirror.

მაისში, მისი ავტომობილი პოლიციელებმა გააჩერეს, რადგან ეჭვი შეიტანეს იმაში, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაგრამ ყოფილმა ფეხბურთელმა ალკოტესტის გავლაზე უარი განაცხადა. პატიმრობის გარდა, 55 წლის სონდერსს ორნახევარი წლით აუკრძალეს მანქანის მართვა.

სონდერსს ასევე უთამაშია „გალათასარაისა“ და „ბენფიკაში“. უელსის ნაკრებში მას 75 მატჩი დაუგროვდა.