„ლივერპულის“ ახალი საგარეო ფორმა ფირუზისფერი იქნება

12:28, 20.03.2020

ინტერნეტში მოხვდა 2020-2021 წლების სეზონზე გასვლითი მატჩებისთვის „ლივერპულის“ სათამაშო ფორმის ფოტო.

მერსისაიდული კლუბის ახალი საგარეო ფორმა ფირუზისფერია, ხოლო შავი ფერისაა საყელო და წარწერები მაისურზე. გასაფორმებლად გამოყენებულია აბსტრაქტული ფონი.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან „ლივერპულის“ ტექნიკური სპონსორი იქნება კომპანია „ნაიკი“ (Nike), რომელიც „ნიუ ბალანსს“ (New Balance) შეცვლის.

მსგავსი