„ლივერპული“ ზაფხულში შეიძლება ფლორიან ვირტცს გამოეთხოვოს #1TVSPORT
„ლივერპულმა“, შესაძლოა, ფლორიან ვირტცი გაყიდოს.
გაზეთი Bild აღნიშნავს, რომ ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა სათამაშო სქემა ისე შეცვალეს, რომ გერმანელ ნახევარმცველს უფრო კომფორტულად ეგრძნო თავი, თუმცა ამას ფეხბურთელის მხრიდან პროდუქტიულობის ზრდა არ მოჰყოლია. თუ უახლოეს თვეებში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, კლუბში სერიოზულად დაფიქრდებიან მის მომავალზე.
ზამთარში სხვა კლუბში ტრანსფერი გამორიცხულია. ხელსაყრელი მომენტი შეიძლება 2027 წლის ზაფხული დადგრს – თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება.
მიმდინარე სეზონში ვირტცმა პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.