„ლივერპული“ ვირჯილ ვან დაიკთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს #1TVSPORT
„ლივერპული“ ვირჯილ ვან დაიკთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს #1TVSPORT

„ლივერპული“ გუნდის კაპიტანთან, ნიდერლანდელ ვირჯილ ვან დაიკთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე აქტიურად მუშაობს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ რომანომ ისიც გვაუწყა, რომ სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ ინგლისელი მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ის კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, ტყუილია, რომ ვან დაიკის მხარეს „რეალთან“ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჰქონდა.

33 წლის ვირჯილ ვან დაიკის მოქმედი კონტრაქტი მერსისაიდულ კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. სავარაუდოდ, ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება.

ნიდერლანდელი „ლივერპულს“ 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ შეუერთდა და გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდა.