„ლივერპული“ ვერნერს აპრილამდე გაიფორმებს
„ლივერპული“ ვერნერს აპრილამდე გაიფორმებს

„ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი ახლოს არის „ლივერპულში“ გადასვლასთან.

იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი დასკვნით ფაზაშია შესული. ინგლისური კლუბი მზად არის, 23 წლის ფორვარდში გადაიხადოს 58 მილიონი ევრო, რაც მის მოქმედ კონტრაქტშია გაწერილი. აღნიშნავენ, რომ ეს ღირებულება მოქმედია აპრილამდე, ამიტომაც „ლივერპულს“ სურს ტრანსფერი მარტში დახუროს.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა ფორვარდმა ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მისი კონტრაქტი „ლაიპციგთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.