„ლივერპული“ ვან დეიკთან და ალისონთან კონტრაქტს განაახლებს
„ლივერპული“ ვან დეიკთან და ალისონთან კონტრაქტს განაახლებს

2020 წლის ზაფხულში „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა გუნდის მეკარე ალისონთან და მცველ ვან დეიკთან კონტრაქტებს განაახლებს, – იუწყება Independent.

წყაროს ინფორმაციით, კლუბს სურს, საკუთარი ლიდერები შეინარჩუნოს და მშვიდად იყოს, რომ „ლივერპულის“ დაცვა საიმედო ხელშია. ამასთანავე, ორივე მოთამაშეს გუნდში დარჩენა უნდა და სხვა კლუბის შემოთავაზებებს არ განიხილავს.

მიმდინარე კონტრაქტი 28 წლის ვანდეიკთან 2023 წლამდეა ძალაში, ხოლო 27 წლის ალისონს „ლივერპულის“ კარის დაცვა 2024 წლამდე ევალება.