„ლივერპული“ ვან დაიკის შემცვლელად ვან დე ვენს განიხილავს #1TVSPORT
„ლივერპული“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ტოტენჰემის“ მცველის მიკი ვან დე ვენის შეძენით, რომელშიც მერსისაიდელები ხედავენ 35 წლის ვირჯილ ვან დაიკის შემცვლელს. ამის შესახებ წერს გამოცემა Caught Offside.
წყაროს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ასევე აკვირდება ნიდერლანდელ ფეხბურთელს, მაგრამ ფავორიტი ამ ბრძოლაში „ლივერპულია“. აღნიშნავენ, რომ მცველის კონტრაქტში არ არის გამოსასყიდის პუნქტი, „ტოტენჰემმა“ კი ფეხბურთელი შეიძლება 80-90 მილიონ ფუნტად შეაფასოს.
ამ სეზონში ვან დე ვენმა ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.