„ლივერპული“ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენას არ აპირებს
„ლივერპული“ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენას არ აპირებს

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, რადგან მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არსებული შემადგენლობით კმაყოფილია. ამ ინფორმაციას „გოლი“ ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, მედიაში სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები ინტერესს იჩენენ ისეთი ფეხბურთელების მიმართ, როგორებიც არიან ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდის „ბორუსია“), კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“) და კალიდუ კულიბალი („ნაპოლი“).

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019-20 წლების სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს სადიო მანე, რადგან ის იურგენ კლოპით უკმაყოფილოა. 28 წლის სენეგალელის შეძენის მთავარ პრეტენდენტად მადრიდის „რეალი“ ითვლება.