„ლივერპული“ უახლოეს დღეებში ალექსის მაკალისტერს შეიძენს #1TVSPORT
„ლივერპული“ უახლოეს დღეებში ალექსის მაკალისტერს შეიძენს #1TVSPORT

„ბრაიტონის“ ნახევარმცველი ალექსის მაკალისტერი ახლოს არის „ლივერპულში“ გადასვლასთან, – დაწერა „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია. მხარეები გააფორმებენ ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. არგენტინელი ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.

„ლივერპული“ „ბრაიტონს“ მაკალისტერის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაუხდის.