„ლივერპული“ ტიმო ვერნერს აღარ შეიძენს
„ლივერპული“ ტიმო ვერნერს აღარ შეიძენს

„ლივერპულმა“ უარი თქვა მოლაპარაკებებზე „ლაიპციგის“ თავდამსხმელ ტიმო ვერნერთან დაკავშირებით, იუწყება „დეილი მირორი“. ამის მიზეზად ის სახელდება, რომ გერმანული კლუბი არ არის მზად, ფეხბურთელის სატრანსფერო თანხად 55 მილიონ ევროზე ნაკლები განიხილოს.

რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია,  რომ ინგლისურმა გრანდმა ვერნერს ხუთწლიანი კონტრაქტი და წელიწადში 10 მილიონი ევრო შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფორვარდის გადაბირებით ასევე დაინტერესებულნი არიან „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ფეხბურთელის კონტრაქტი  „ლაიპციგთან“ 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.