„ლივერპული“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ვინისიუსის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT

23:54, 23.07.2026

„ლივერპული“ განიხილავს „რეალის“ გარემარბის, ვინისიუსის გაფორმების ვარიანტს. ეს მოხდება 2027 წლის ზაფხულში, როცა ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. ამის შესახებ წერს გამოცემა Actu Foot-ი ჟურნალისტ რამონ ალვარეს დე მონაზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ასევე შეიძლება ჩაერთონ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბაიერნი“. თავად ვინისიუსს სურს „რეალში“ კარიერის გაგრძელება, მაგრამ ვერ ახერხებს მოლაპარაკებას მადრიდულ კლუბთან ახალი კონტრაქტის პირობებზე.

გასელ სეზონში გარემარბმა 53 ოფიციალურ მატჩში 22 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი