„ლივერპული“ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდაში მთავრობისგან დახმარებას ითხოვს
„ლივერპული“ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდაში მთავრობისგან დახმარებას ითხოვს

ინგლისში მოთამაშე არაერთმა ფეხბურთელმა, ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა, რომ ამ დანაზოგით კლუბების მომსახურე პერსონალმა ანაზღაურების მიღება შეძლოს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი ინგლისურ კლუბებს მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი უჯდებათ. სულ უფრო პრობლემური ხდება  კლუბების „არამოთამაშე“ თანამშრომლების სამსახურის შენარჩუნებისა და ხელფასის გაცემის საკითხი.

მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების მიერ ხელფასის ნაწილზე უარის თქმამ, აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა, თუმცა, როგორც ჩანს ინგლისური კლუბები კვლავ მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე დგანან.

„ლივერპულმა“, „ნიუკასლმა“, „ტოტენჰემმა“, „ნორვიჩმა“ და „ბორნმუთმა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიმართეს თხოვნით, რომ „ბიზნესის დაცვის“ პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებამ კლუბების თანამშრომლების ანაზღაურების 80 პროცენტი დაფაროს,  – იუწყება The Guardian.