„ლივერპული“ სალაჰთან კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს
„ლივერპული“ სალაჰთან კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს

ინგლისის ჩემპიონი „ლივერპული“ არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ფორვარდ მოჰამედ სალაჰისთვის.

როგორც გაზეთი „გარდიანი“ იტყობინება, დღეისთვის მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობას არ მიაჩნია პრიორიტეტად ეს საკითხი.

ეგვიპტელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 17 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.